კვლევითი გუნდი
მერი ჯულაყიძე 2021 წლიდან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარია. მერი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ბაკალავრია. საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში მერი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო გენდერის ეკონომიკით, საჯარო პოლიტიკითა და განვითარების ეკონომიკით. მისი საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო გენდერული, ეთნიკური და ასაკობრივი სხვაობა ქართული შრომის ბაზარზე.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მოსვლამდე მერი სტაჟიორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტში. 2020 წელს მერი გაცვლითი სემესტრით ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მანამდე კი ISET-ში ლექტორის თანაშემწე იყო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს კანონისა და ეკონომიკისა და ინგლისურის კურსს უკითხავდა.