შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. ინფლაციის სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება, ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი
იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
სექტემბერი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი მესამე თვეა იზრდება
30 სექტემბერი 2025

2025 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.05 ლარი შეადგინა. 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, ხაჭაპურის ინდექსი ზრდის ტენდენციას ავლენს – სექტემბერში ფასი 12.3%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველის 16.1%-იანი გაძვირება ამავე პერიოდში.

აგვისტო 2025 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
29 აგვისტო 2025

2025 წლის აგვისტოში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.76 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 5.8%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში – 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით – ფასი 9.8%-ით გაიზარდა.

ივლისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსში სეზონური ზრდა იწყება
31 ივლისი 2025

2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.

ივნისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი სეზონურ კლებას განაგრძობს
30 ივნისი 2025

2025 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.28 ლარი შეადგინა. ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თუმცა წლიურ ჭრილში საშუალო ფასი მაინც 4.7%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.

მაისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება
30 მაისი 2025

2025 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.46 ლარს შეადგენდა. ინდექსის კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ფასი 5.6%-ით შემცირდა 2025 წლის აპრილთან შედარებით. თუმცა წლიურ ჭრილში მაინც 10.7%-ით მაღალი დარჩა 2024 წლის მაისთან შედარებით.

შეავსე ფორმა