ინდექსები
2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.
2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა. 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.
2023 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.62 ლარი შეადგინა. უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ამჯერად თვიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) 2.4%-ით შემცირდა.