შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. ინფლაციის სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება, ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი
იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
თებერვალი 2022 | ხაჭაპურის ინდექსი 29%-ით გაიზარდა
28 თებერვალი 2022

2022 წლის თებერვალში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 5.7-სა (ქუთაისი) და 6.1 (თბილისი) ლარს შორის მერყეობდა. 2022 წლის თებერვალში დაფიქსირებულმა საშუალო ფასმა 5.8 ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით აღემატებოდა 2021 წლის თებერვლის მაჩვენებელს.

იანვარი 2022 | ხაჭაპურის ინდექსი 24%-ით გაიზარდა
07 თებერვალი 2022

ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით. ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა.

დეკემბერი, 2021 | ახალი წლის სუფრის ინდექსი – 2021!
27 დეკემბერი 2021

ვაგრძელებთ ჩვენს საახალწლო ტრადიციას და წელსაც გთავაზობთ ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით ვითვლით, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი.

ნოემბერი 2021 | ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით წლიური ინფლაცია 19%
03 დეკემბერი 2021

ხაჭაპურის ინდექსის მზარდი ტრენდი 2021 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა და 5.37 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი წინა თვესთან (2021 წლის ოქტომბერი) შედარებით 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან (2020 წლის ნოემბერი) შედარებით 19%-ით მაღალი იყო.

ოქტომბერი 2021 | ხაჭაპურის ინდექსი ახალ მაქსიმუმს აღწევს
08 ნოემბერი 2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2021 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა