შეავსე ფორმა
Logo

ჩვენ შესახებ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI) 2011 წლის მაისში დაფუძნდა, როგორც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ავსებს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საგანმანათლებლო მისიას, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ეკონომიკური სწავლებისა და კვლევით ცენტრს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უმთავრესი ღირებულება დამოუკიდებელი კვლევების, ანალიზისა და ტრენინგების ჩატარებაა. ორგანიზაცია ერთ სივრცეში უყრის თავს აკადემიური და კვლევითი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებსა თუ, ზოგადად, ფართო საზოგადოებას.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს კვლევებზე სოფლის მეურნეობის, მაკროეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარებისა თუ ინკლუზიური ზრდის პოლიტიკის მიმართულებით. გარდა ამისა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს რეგულარულ ინდექსებსა თუ ანალიტიკურ პუბლიკაციებს და მუშაობს დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ინსტიტუტი კვლევითი წრეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც ეკონომიკური კვლევების ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში. ინსტიტუტის კვლევით გუნდში 20-ზე მეტი მკვლევარი მუშაობს, რომელთაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული დოქტორის ხარისხის მქონე წამყვანი ეკონომისტები ხელმძღვანელობენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ISET-თან იყოფს როგორც აკადემიურ და ადამიანურ რესურსებს, ისე სამუშაო სივრცესაც.

* * *

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ნაწილი. შესაბამისად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი შინაარსი და გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

2023: მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის კვლევის კიდევ ერთი წელი

ქვეყნის უკიდურესად პოლარიზებული კონტექსტი და პოლიტიკის კვლევებისთვის სივრცის შემცირება ქართული კვლევითი ორგანიზაციების უმთავრესი გამოწვევა იყო 2023 წელს. ამიტომ ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითმა ორგანიზაციამ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადო კვლევით საქმიანობაში. ჩვენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში გვჯერა პარტნიორობის, დიალოგის, პროფესიონალიზმის!

შეავსე ფორმა