ჩვენ შესახებ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი, სამეცნიერო, ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის სფეროში მაღალი ხარისხის, აკადემიურად დასაბუთებული კვლევების ჩატარებაზე. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მუშაობა ეფუძნება სამეცნიერო სტანდარტებსა და მეთოდებს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტს ეკონომიკური ინდექსების და სამეცნიერო კვლევითი პუბლიკაციების ფართო პორტფელი აქვს. იგი ახორციელებს ტექნიკურ, ეკონომიკურ და სექტორულ ანალიზებს, ასევე აღწერით და შედარებით კვლევებს. ინსტიტუტი ქმნის და იყენებს მოწინავე ეკონომიკურ და რაოდენობრივ-ანალიტიკურ ინსტრუმენტებს და მონაცემთა ანალიზის მეთოდებს.
2011 წლიდან, დაარსების დღიდან, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე სანდო ეკონომიკურ ანალიტიკურ ცენტრად, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური კეთილსინდისიერებით, მეთოდოლოგიური სიზუსტითა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევებით.
ინსტიტუტში მუშაობენ ეკონომისტები და მკვლევრები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას. სამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი ხორციელდება საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან და სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.