შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ნოემბერი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი 2.3%-ით გაიზარდა
28 ნოემბერი 2025

2025 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.47 ლარამდე გაიზარდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.3%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 10.3%-იან ზრდას წარმოადგენს. ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებამ განაპირობა, რაც ნედლი რძის სეზონური ხელმისაწვდომობის შემცირებასა და იმპორტირებულ რძის ფხვნილზე მზარდ დამოკიდებულებას ასახავს.

ნოემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობის ფასები თვიურ ჭრილში ზომიერად გაიზარდა. ყველაზე შესამჩნევი ზრდა კვერცხზე დაფიქსირდა, რომლის ფასი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ეს ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: კვერცხის იმპორტის შემცირება, აპრილ-მაისში სანაშენე ფრინველის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები და ნოემბერში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ტემპერატურა, რამაც ფრინველის სეზონური დაავადებების გავრცელებას შეუწყო ხელი.

წლიურ ჭრილში ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარაქის ფასმა 13.6%-ით მოიმატა, მას მოჰყვება ყველი (13.2%), ფქვილი (12.1%) და კვერცხი (9.8%). ამის საპირისპიროდ, ფასები შემცირდა შემდეგ ინგრედიენტებზე: საფუარი – 9.3%-ით, რძე – 4%-ით.

მომავალში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდა და ზამთრის პერიოდში მიწოდების შეზღუდვები, სავარაუდოდ, დამატებითი წნეხი იქნება და ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების ზრდას უნდა ველოდოთ.

შეავსე ფორმა