კვლევითი ანგარიშები

კვარტალური ანგარიში მოიცავს ექვსი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვებში არსებული ეკონომიკური ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე). ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები. ანგარიშში შეჯამებულია 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემები.
დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
საქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი რეგულაციების გატარებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის ცვლილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.