შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

გადახდისუუნარობის რეფორმის შეფასება
ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023

შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში სამჯერ ჩატარდა გადახდისუუნარობის რეფორმის შეფასება: I ფაზა – 2022 წელი, II ფაზა – 2023 წელი, III ფაზა – 2023 წლის ოქტომბერი.

გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან და ვერ აკმაყოფილებდა ვერც კრედიტორთა და ვერც მოვალეთა საჭიროებებს. იგი არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო სუბიექტებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც კომპანიის ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია. ამგვარი დაბრკოლებების გადასალახად 2021 წლის აპრილში საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. როგორც კანონის დასახელებიდან ჩანს, მისი მთავარი მიზანია კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილება კომპანიის რეაბილიტაციის გზით, „ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით”. კანონი აუმჯობესებს გადახდისუუნარობის პროცესის ეფექტურობას, ქმნის რამდენიმე ინოვაციურ მექანიზმს და არსებითად ცვლის იმ ინსტიტუციურ სტრუქტურას, რომელიც არეგულირებდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას. პროექტი „რეფორმეტრი“ გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესს პერიოდულად აკვირდება. მიმდინარე ანგარიშში მოცემულია გადახდისუუნარობის რეფორმის რიგით მესამე საჯარო-კერძო დიალოგის შედეგები.

შეავსე ფორმა