შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

RIA – SME ტესტის მეთოდოლოგია და პრაქტიკული სახელმძღვანელო
ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2024

მოკლე მიმოხილვა

დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.

წინამდებარე დოკუმენტი მნიშვნელოვანია პროექტის გუნდისთვის, როგორც მეთოდოლოგიის ირგვლივ მიმდინარე საკითხების განხილვის თვალსაზრისით, ასევე, მისი სამომავლო განვითარების მიმართულებით.

დოკუმენტის პირველადი ვერსია შეიმუშავა პროექტის საერთაშორისო კონსულტანტმა, ლორენცო ალიომ, ხოლო შემდგომში, 2024 წლის 23 მაისის შეხვედრის შედეგად სამუშაო გუნდის შიდა კონსულტაციების შესაბამისად, დოკუმენტი განახლდა.

შეავსე ფორმა