შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

მოგების გადასახადის მოდელის შეფასება და სამომავლო პერსპექტივები
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 15.08.2022 დასრულების თარიღი: 31.01.2023

მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და განაწილებული მოგების დაბეგვრის რეჟიმს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გადასახადისგან თავისუფალია, განაწილების შემდეგ კი მოგება 15%-ით იბეგრება. ამან გამოათავისუფლა რესურსები ინვესტიციებისთვის, გაამარტივა მოგების გადასახადის ადმინისტრირება და დადებითად აისახა საქართველოს რეიტინგზე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის „გადასახადების გადახდის“ ინდიკატორში.

გრანტის მიზანია საქართველოში დანერგილი მოგების გადასახადის სისტემის ეკონომიკური, ფისკალური და სხვა ეფექტების კვლევა და ამ მოდელის სხვა სექტორებზე (რომლებიც ამჟამად მოგების გადასახადის კლასიკური მოდელით იბეგრებიან) გავრცელების შედეგების შეფასება. პროექტმა უნდა გამოავლინოს არსებულ მოდელთან დაკავშირებული გამოწვევებიც და წარმოადგინოს შესაბამისი რეკომენდაციები გაუმჯობესების გზებზე.

ჩატარებული ანალიზი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდება თბილისში, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მოეწყობა კვლევის პირველადი დასკვნების წარდგენა და განხილვა.

შეავსე ფორმა