საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ არაერთი შეთანხმების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია. 2021 წელს საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლის თანახმადაც ქვეყანაში სათბური გაზების ემისია 35%-ით უნდა შემცირდეს 1990-იანი წლების დონესთან შედარებით. ამიტომ ქვეყნის ახალი კანონპროეტი კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) პარტნიორობით ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ჩაატარებს კლიმატის ცვლილების კანონპროეტის როგორც რეგულირების ზეგავლენის (RIA), ისე გენდერული ზეგავლენის (GIA) შეფასებას. კანონპროეტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: პრობლემის იდენტიფიცირება, პოლიტიკის ანალიზი, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, მონიტორინგისა და შეფასების გეგმის ჩამოყალიბება. პარალელურად, პროექტის გუნდი ჩაატარებს კანონპროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასებასაც, რომელიც გააანალიზებს კანონპროექტის გენდერულ შესაბამისობას, რესურსების განაწილებას, მის გენდერულ ნორმებთან შესაბამისობას და ინდივიდუალური უფლებების დაცვის საკითხებს, რათა კანონპროექტმა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა.