შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ქართული მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება შერჩეულ სექტორებში
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 02.09.2024 დასრულების თარიღი: 20.01.2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ეს ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირი (EU), მიზნად ისახავს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდას.

პროექტი გამოავლენს ოთხ მაღალი პოტენციალის მქონე ქვესექტორს გლობალური ინდუსტრიული ტენდენციების, კონკურენტუნარიანობისა და ევროკავშირის ბაზართან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე. სამაგიდო კვლევისა და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების მეშვეობით, ღირებულებათა ჯაჭვის სიღრმისეული შეფასებები გამოავლენს ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

ამ მიგნებების საფუძველზე, UNDP-ისა და აწარმოე საქართველოსთვის შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები და პოლიტიკის ინტერვენციის კონცეფციები. ეს შეიძლება მოიცავდეს სექტორულ და ზოგად სტრატეგიებს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო კონკურენტუნარიანობისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

შეავსე ფორმა