საჯარო-კერძო დიალოგი წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ
ოთხშაბათი,
20
აპრილი,
2022
კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებისთანავე ჩაანაცვლებს არსებულს, „საქართველოს კანონს წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაშია 1997 წლიდან) და გახდება წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება. კანონპროექტი წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებასაც მოიაზრებს და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომებს წარადგენს. წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის საჭიროა მეორადი კანონმდებლობის შემუშავება. გარდა ამისა, საჭიროა შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე, რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების გაძლიერებული როლის გათვალისწინებით.