შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესის შეფასება
სამშაბათი, 01 თებერვალი, 2022

გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან – ის ვერ აკმაყოფილებდა ვერც მოვალეთა და ვერც კრედიტორთა ინტერესებს და გადახდისუუნარო სუბიექტებისთვის არ ქმნიდა რეაბილიტაციის, როგორც ფინანსური პრობლემების დაძლევის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევის სტიმულებს. ამ გამოწვევების გადასალახად, ხანგრძლივი მულტისექტორული განხილვის შემდეგ, შეიქმნა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელიც ძალაში 2021 წლის აპრილში შევიდა. მისი მიზანია „კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით“. ხსენებული მიზნის მისაღწევად კანონს შემოაქვს რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, მნიშვნელოვნად ცვლის გადახდისუუნარობის მარეგულირებელ ინსტიტუციურ სტრუქტურას და უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას.

შეავსე ფორმა