შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულება: 2023 წლის მიმოხილვა
ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023

უკანასკნელ წლებში გაციფრულება კვლავაც განაგრძობს გლობალური კონტექსტის გარდაქმნას და გავლენას ახდენს ცხოვრების და ბიზნესის კეთების ყველა ასპექტზე. პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ის კრიტიკულ ფაქტორად აქცია ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობისთვის.

საქართველოს კერძო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა 2023 წლის დასაწყისში. გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მსხვილი ზომის ფირმებში ღრუბლოვანი სერვისების გამოყენების მიმართულებით. თუმცა, მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული პერფორმანსი მხოლოდ ზღვრულად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შენარჩუნდა საგულისხმო სხვაობა მცირე და საშუალო საწარმოებსა და მსხვილ საწარმოებს შორის.

თუ ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ციფრულ განვითარებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისას შევადარებთ, დავინახავთ მცირე გაუმჯობესებას საბაზისო ციფრული ინტენსიურობის მიმართულებით, რაც მოიცავს დახვეწილი ფუნქციონალის მქონე ვებგვერდის გამოყენებას და სწრაფ ფართოზოლოვან კავშირს. ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების კუთხით მხოლოდ შეზღუდული პროგრესი დაფიქსირდა. მათ შორის განსაკუთრებული გაუმჯობესება შეინიშნა ERP სისტემების ათვისების მიმართულებით. რაც შეეხება ელექტრონულ კომერციას, ქართული კომპანიების მხოლოდ 3%, მათ შორის როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო საწარმოები, ყიდის პროდუქციას ონლაინ, რაც მიანიშნებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე.

დონორები

შეავსე ფორმა