გუნდი
მარიამ წულუკიძე ენერგეტიკისა და გარემოს ეკონომისტია. 2018 წლიდან ის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკისა და გარემოს პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარია. ამჟამად უფროსი მკვლევარის პოზიციაზე მუშაობს. მარიამი ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე ეკონომიკის კურსს ასწავლის. მას 4 წელზე მეტი სწავლების და ტრენერობის გამოცდილება აქვს. მას უმუშავია წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკული ბაზრის ანალიზის, განახლებადი წყაროების ეკონომიკის, ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების მოდელირების მიმართულებით.
მარიამი ფლობს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასება, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია, განახლებადი წყაროების სისტემაში ინტეგრაცია, ენერგოეფექტიანობა, ენერგოუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და გარემოს ეკონომიკა.