შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის მწვანე ეკონომიკაში
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 24.01.2022 დასრულების თარიღი: 31.03.2022

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქმნის ტრენინგების სერიას, რომელიც დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, გაეცნონ ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი ეკონომიკის ძირითად კონცეფციებსა და იდეებს.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს, განივითარონ მწვანე, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციასა თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი და უფრო ფართო ეკონომიკურ რეფორმების გააზრებასა და განხილვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, ქართული მედიის წარმომადგენლებს ექნებათ მეტი კომპეტენცია, შეაგროვონ, დაამუშაონ და გაავრცელონ ინფორმაცია აღნიშნულ თემებზე. ამგვარად ტრენინგის მონაწილეები თავის წვლილს შეიტანენ ამ თემებზე არსებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაში. ისინი შეძლებენ უფრო მეტ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს ქვეყაშანი, ასევე, წაახალისებენ  კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ზომების დანერგვას.

დონორები

შეავსე ფორმა