შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.11.2023 დასრულების თარიღი: 01.11.2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია BMZ-ის მიერ და ახორციელებს GIZ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სსო-ების ინსტიტუციური შესაძლებლობების, კომუნიკაციებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების საგრანტო პროგრამების მხარდაჭერაზე. GIZ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ასრულებს მთავარ როლს ჩართული ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში, რომელთა ძირითადი თემებია ბიზნეს-პროექტების წერა, პროექტების მართვა, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციები, სოციალური მედიის მართვა, ადვოკატირება, სოციალური კვლევის მეთოდები, პოლიტიკის ანალიზი და შიდა პროცედურები.

შესაძლებლობების განვითარება გადამწყვეტია არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობისა და სამუშაოს მდგრადობის გასაზრდელად. მიზნები მოიცავს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ტექნიკური უნარების ამაღლებას, ლიდერობის გაძლიერებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პროგრამების ეფექტურ განხორციელებას სხვადასხვა სექტორში.

შესაძლებლობების განვითარების მეთოდოლოგია გულისხმობს მრავალფეროვან მიდგომას, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა ტრენინგები, სემინარები და ექსპერტთა მხარდაჭერა. პროექტი ინოვაციებზე, ინკლუზიურობასა და ჩართულობაზე აქცენტირებით ცდილობს წაახალისოს სამიზნე ორგანიზაციების აქტიური მუშაობა და მოტივაცია.

შეავსე ფორმა