შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.10.2019 დასრულების თარიღი: 30.07.2021

პროექტის პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუციებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემუშავებულ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 183-ე (დედობის დაცვის შესახებ), 156-ე (საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ) და 189-ე (ოჯახში დასაქმებულების შესახებ) კონვენციების რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის მოდიფიცირების ყველაზე რეალური, ეფექტური და ეფექტიანი გზ(ებ)ის იდენტიფიკაციას ზემოაღნიშნული კონვენციების რატიფიცირების მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ფორმალურ შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობისათვის საჭირო სამუშაო გარემოს შექმნას და, ზოგადად, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. კერძოდ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საჭიროა დასაქმებაზე წვდომისა და სამუშაო ადგილზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შესამცირებლად და, ასევე, მოუწოდებს ქალთა და კაცთა შორის არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეებისა და მოვალეობების უფრო სამართლიან განაწილებას და ხელს შეუწყობს ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას ქალებისათვის საოჯახო შრომის სექტორში. რეკომენდაციები მხარდაჭერილი იქნება როგორც ფისკალური მდგრადობის, ისე თითოეული კონვენციისთვის მინიმუმ ერთი პრიორიტეტული სფეროს წინასწარი ზეგავლენის შეფასებით.

პროექტის მეორე კომპონენტი გულისხმობს როგორც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება შესაბამისი ინსტიტუციებში პოლიტიკის შემუშავებისა და შეფასების პროცედურებთან, ისე მინიმუმ ერთი პროექტის/პროგრამის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ჩატარებას და შესაბამისი ინსტიტუტიციის პოლიტიკის/პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარებას, რისი მასშტაბიც უფრო ფართო იქნება. სამიზნე ეროვნული ინსტიტუტების პრაქტიკაში GIA-ის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობით, მეორე კომპონენტი უზრუნველყოფს ბენეფიციარებს შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხარისხის გაუმჯობესებას. კერძოდ, მეორე კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააძლიერებს სამიზნე ინსტიტუტების შესაძლებლობებს, პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართონ გენდერული ასპექტები და საშუალებას მისცემს მათ, უფრო სწორად შეაფასონ არსებული რეგულაციებისა და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე არსებული გენდერული უნთანასწორობის გათვალისწინებით.

შეავსე ფორმა