შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

მეწარმეთა შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 06.09.2023 დასრულების თარიღი: 29.02.2024

საქართველო აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების (WEE) მიმართულებით, რაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ეროვნული პოლიტიკის ნაწილია. ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველომ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, თუმცა ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს არაერთი გამოწვევა აქვთ ფინანსებზე წვდომის თვასაზრისით, რაც გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკურ ზრდაზე.

საკანონმდებლო რეფორმებსა და გენდერული თანასწორობის შედეგებს შორის არსებულ განსხვავებების შესასწავლად ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ინვესტორთა საბჭომ (IC) ერთობლივი პროექტის ფარგლები მეწარმეთა შესახებ კანონის გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩაატარეს.

შეფასების ფარგლებში, ვორქშოფების, კონსულტაციების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მეწარმოების შესახებ ქვეყნის დონეზე არსებული მონაცემების მიმოხილვის საფუძველზე შემუშავდება GIA-ის მეთოდოლოგია. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების გამოყენებით, პროექტის გუნდი შეაფასებს კანონის გენდერულ ზეგავლენას, წარმოადგენს ცვლილებების პოტენციურ სცენარებს და ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს, მათ შორის შესწორებებს და სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემთა შეგროვების სისტემას. GIA-ს საბოლოო ანგარიში, რომელიც აერთიანებს დასკვნებს, ანალიზს და შემოთავაზებულ ცვლილებებს, ღირებული რესურსი იქნება იმ დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც საქართველოში მეწარმეობისა თუ გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.

შეავსე ფორმა