სურსათის დანაკარგები და ნარჩენები საქართველოში ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სურსათის ბიზნეს ოპერატორები და მსხვილი საცალო მოვაჭრეები ჯერ კიდევ საკვებად ვარგისი სურსათის დიდ რაოდენობას ყრიან, რაც, ძირითადად, დაფასოებისა თუ ხარისხის პრობლემების, ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული საკითხების და ჭარბი მიწოდებითა და სამომხმარებლო ჩვევებითაა გამოწვეული. შედეგად, სურსათის ბიზნეს ოპერატორებს სერიოზული ეკონომიკური დანაკარგები აქვთ.
2019 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ENPARD პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში საქართველოში სურსათის დანაკარგების, ნარჩენების, დონაციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შედარებით ანალიზი და შეფასება ჩაატარა. მიმდინარედ, მუშავდება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მხარდასაჭერად, FAO-მ ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტი ახორციელებს აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) .
რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიზნებია:
- კანონის საჭიროების შეფასება და ალტერნატიული მარეგულირებელი ვარიანტების განხილვა, რათა გამოვლინდეს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვისა და ადმინისტრირებისთვის ყველაზე მართებული მექანიზნები;
- საქართველოს გაუმჯობესებული სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვისა და ადმინისტრირების ზეგავლენის შეფასება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კუთხით.
შედეგად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტის შესაძლო ზეგავლენაზე და ამ რეკომენდაციების საფუძველზე, წარმოადგენს კანონპროექტის საბოლოო ფორმულირების შემოთავაზებას.