გუნდი
სალომე დეისაძე არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი. ISET-ში მუშაობისას, ის ჩართული იყო 30-მდე პროექტში. სხვა კვლევით პროექტებთან ერთად, ის მუშაობს აგრო მიმოხილვაზე და აანალიზებს ფასების დინამიკას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოფლის მეურნეობის ეკონომიკას, სოფლის განვითარების პოლიტიკას, საერთაშორისო ვაჭრობასა და გენდერულ ანალიზს.
ამჟამად, სალომე დეისაძე ეკონომიკის დოქტორანტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016 წელს მან მოიპოვა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხი. იმავე წლის აგვისტოში მან წარმატებით გაიარა კურსი „სწავლების პრინციპები და პრაქტიკა ეკონომიკაში“ CERGE-EI-ის სწავლების განვითარების პროგრამის ფარგლებში. ამჟამად, სალომე დეისაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია და კითხულობს კურსს „პრაქტიკული მათემატიკის ელემენტები“.
მსგავსი ნამუშევრები
ყველას ნახვა