შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საშეღავათო პროგრამის კვლევა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 10.06.2019 დასრულების თარიღი: 27.09.2019

შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლებით ქართული მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის წახალისება?

კვლევის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენად იმოქმედებს რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლება საქართველოს მერძევეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

პროექტზე მომუშავე მკვლევართმა გუნდმა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის მეთოდების გამოყენებით შეაფასა დღგ-ისგან გათავისუფლების გავლენა:

• რეგრესიული ანალიზის გამოყენება ორი ურთიერთდაკავშირებული ბაზრის – ნედლი რძე და რძის პროდუქტების – მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიურობის კოეფიციენტების მისაღებად;

  • დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალ წონასწორობაში ნედლი რძისა და რძის პროდუქტების რაოდენობისა და ფასების განსასაზღვრად ნაწილობრივი წონასწორობის ანალიზის გამოყენება;
  • რძის პროდუტქების დღგ-ისგან გათავისუფლებაზე სექტორის წარმომადგენელთა დამოკიდებულების გასაგებად მათთან პირისპირ ინტერვიუების ჩატარება.

კვლევამ შეაფასა დღგ-ისგან გათავისუფლების პოტენციური გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე, ნედლი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებსა და მომხმარებლებზე.

პროექტზე მომუშავე მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა დღგ-ისგან გათავისუფლების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები, რისი მიზანიც ქართული მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

შეავსე ფორმა