შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

რატომ არიან ქალები პოლიტიკაში ნაკლებად წარმოდგენილები?
ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021

მსოფლიოში, როგორც წესი, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მაღალი თანამდებობების შემთხვევაში. ამ პოლიტიკის ნარკვევში ავტორი მიმოიხილავს აკადემიურ ლიტერატურას ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით, რომლებიც ქალების ნაკლები წარმომადგენლობის შესაძლო მიზეზებს იკვლევს. ზოგად კონტექსტში თუ განვიხილავთ, ლიტერატურაში ეს მიზეზები „მიწოდებისა“ და „მოთხოვნის“ მხარის ფაქტორებად იყოფა. „მიწოდების“ მხარის ფაქტორებს შორისაა ქალების პოტენციურად ნაკლები სურვილი, გახდნენ პოლიტიკოსები; „მოთხოვნის“ მხარეს კი ამომრჩეველთა და პარტიების ლიდერთა მიკერძოება შეგვიძლია დავასახელოთ. პოლიტიკაში ქალების ნაკლები წარმომადგენლობის პრობლემის ძირეული მიზეზების გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული სხვაობის აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკის ეფექტური ალტერნატივების შემუშავებისთვის. ნარკვევის დასკვნით ნაწილში ავტორი აჯამებს წარდგენილ თუ უკვე გატარებულ ქალთა გაძლიერების პოლიტიკის რიგ ალტერნატივებს და, მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მათ ეფექტიანობასაც აანალიზებს

დონორები

შეავსე ფორმა