შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

იქონიებს თუ არა სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება გავლენას ქალთა შორის სიღარიბის მაჩვენებელზე? – სიმულაციური შემთხვევის ანალიზი საქართველოს მაგალითზე
ორშაბათი, 10 აპრილი, 2023

ეკონომიკურ ლიტერატურაში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის, გავლენა შრომით ბაზარზე მწვავე დებატების საგანია. წინამდებარე მიმოხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის მიღების ჰიპოთეტური გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით, ქალებში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სიმულაციური შემთხვევის ანალიზი (Babych et al., 2022) გვიჩვენებს, რომ სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის პოტენციური ზრდა გამოიწვევს ზოგად დადებით შედეგს, თუმცა მცირე გავლენას თუ იქონიებს სიღარიბის მაჩვენებელზე. ამავდროულად, სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის ზრდით, ქალები მამაკაცებთან შედარებით მეტ სარგებელს მიიღებენ. არსებული ლიტერატურის მსგავსად, სიმულაციური შემთხვევის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის ზრდა არ არის საკმარისი სიღარიბის მაჩვენებლის საგრძნობლად შესამცირებლად და პარალელურად საჭიროა სხვა ზომების მიღებაც, მაგალითად, ისეთის, როგორიც სასწავლო პროგრამებია სამუშაო ძალაში ქალების წილის ზრდის შესახებ.

დონორები

შეავსე ფორმა