კვლევითი დოკუმენტები
ოთხშაბათი,
13
აგვისტო,
2025
ოთხშაბათი,
13
აგვისტო,
2025
პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო აღდგენა: რეალურმა მშპ-მა გადააჭარბა პანდემიამდელ ტენდენციებს, შრომის ბაზრის მაჩვენებლები კი შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამ ანგარიშით ვეცდებით შევაფასოთ, რეალურად ასახავს ეს აღდგენა ნამდვილ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას თუ ნიღბავს შრომის ბაზრის პოლარიზაციის სიღრმისეულ გამოწვევებს. სამუშაო ძალის გამოკვლევისა და ახალ სამუშაო პოზიციების მიხედვით დასაქმებულთა უნარების ჩაშლილ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევამ დაადგინა, რომ ბოლო პერიოდში დასაქმების ზრდა არაპროპორციულად არის კონცენტრირებული დაბალი უნარების მომსახურების სექტორებში, ხოლო საშუალო უნარების სამუშაო ადგილების წილი მცირდება და მაღალი უნარების სამუშაო ადგილების შექმნა შეზღუდული რჩება. დეკომპოზიციის ანალიზმა აჩვენა, რომ დაბალი უნარების დასაქმების ზრდა სექტორული რელოკაციით უფროა განპირობებული, ვიდრე სექტორების შიგნით უნარ-ჩვევების კომპოზიციის ცვლილებებით. შედეგი კი ისაა, რომ შრომის ბაზრის პოლარიზაცია იზრდება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ზრდის მოდელის მდგრადობასა და ინკლუზიურობას. ჩვენი კვლევის დასკვნით, უნარ-ჩვევების განვითარების, პროდუქტიულობის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური შრომის ბაზრის მიზნობრივი მხარდაჭერის გარეშე, საქართველო სწრაფი ეკონომიკური ზრდის საფარველ ქვეშ სტრუქტურული სტაგნაციის რისკის წინაშე დგას.
სრული კვლევისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული კვლევითი ანგარიში (ზემოთ).