შერჩეული სამთავრობო პროგრამებისა და პოლიტიკისთვის ჩატარებული გენდერული ზეგავლენის შეფასებების (GIAs) მიზანია საქართველოს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მარტოხელა მშობლების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ანალიზი. ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.
გენდერული ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მიზანია საკანონმდებლო ცვლილების დიზაინის გაუმჯობესება, გენდერულ თანასწორობაზე უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია და სამართლიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისთვის საჭირო რეკომენდაციების შეთავაზება.
გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) არაერთ სარგებელთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა გენდერული საჭიროებების სიღრმისეული გააზრება, სამიზნე ჯგუფებზე რეგულაციების რეალური ზეგავლენის გააზრება, არასასურველი შედეგების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება, პოლიტიკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობის ზრდა, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა, გენდერულად უკეთ ჩაშლილ მონაცემებზე მოთხოვნის ზრდა. ეს უპირატესობები ხელს უწყობს პოლიტიკის შემმუშავებლებსა და მოქალაქეებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს უკეთ ინფორმირებულ და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე დონეზე.