„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსა (CSB) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ყოვლისმომცველი ანგარიში. ეს თანამშრომლობა თანხმობაშია საჯარო სამსახურის ბიუროს მოქმედი კანონის გადახედვისა და მასში ცვლილებების შეტანის ინიციატივასთან, რაშიც მას ტექნიკურ მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი კი გენდერული მოსაზრებების ეფექტურად ინტეგრირებაში ეხმარება.
გენდერული ზეგავლენის შეფასების პროცესი გულისხმობს სამართლებრივ მიმოხილვას, კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, წინასწარი და საბოლოო შედეგების წარდგენას, რაც უნდა დაეხმაროს ბიუროს მოქმედი კანონის გენდერული ზეგავლენის სიღრმისეულ გააზრებაში. შეფასების კონკრეტულ მიზნებს შორისაა, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესება, გენდერულ თანასწორობაზე უარყოფითი შედეგების პრევენცია და მიზნობრივი რეკომენდაციების შეთავაზება.