შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 12.12.2022 დასრულების თარიღი: 31.08.2023

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე. პროექტის გუნდი შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიას და ჩაატარებს საკითხის წინასწარ სამაგიდო კვლევას. პროგრამის მიზანია საქართველოს მემკვიდრეობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ფესვგადგმული გენდერული მიკერძოების სიღრმეების გააზრება და მისი პრაქტიკული ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე, მათ სტატუსსა და სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე.

ქართველი საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს ვაჟებს, რასაც საზოგადოების ტრადიციული პატრიარქალური წყობა განაპირობებს, სადაც ვაჟის ყოლა ოჯახისა და შთამომავლობის გაგრძელებას ნიშნავს. ქვეყნის პატრიარქალურმა წყობამ და ოჯახში კაცის ხაზის მნიშვნელოვნებამ სოციო-ეკონომიკურ გარემოსთან ერთად გოგონების სოციალური ღირებულება შეამცირა. საქართველოში ეს ნორმად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია და ფორმალურად ბავშვებს მემკვიდრეობაზე თანაბარ წვდომას ანიჭებს, მიუხედავად მათი სქესისა.

UNFPA-ს საქართველოს ოფისი, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის „სამხრეთ კავკასიაში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის“ ფარგლებში, მუშაობენ შერეული მეთოდოლოგიის მქონე კვლევაზე, რომელიც შეისწავლის საქართველოში მემკვიდრეობის პრაქტიკას, რათა დაადგინოს, რა გავლენას ახდენს გენდერული და სოციალური ნორმები (კერძოდ, ვაჟებისადმი უპურატესობა) გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მემკვიდრეობის პრაქტიკაში, რომელიც ხშირად ბიჭებს ანიჭებს უპირატესობას. კვლევა შეისწავლის მემკვიდრეობის განაწილების, აქტივების ფლობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და კულტურულ პრაქტიკას და მათ გავლენას გოგონებისა და ქალების სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე. კვლევის შედეგები უნდა დაეხმაროს საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და სოციალური პრაქტიკის შეცვლას.

კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება 2023 წელს.

შეავსე ფორმა