პროექტები


პროექტის მიზანია წყლის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს წყლის პოლიტიკის ჩარჩოს გრძელვადიანი ხედვის განმტკიცებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება.
პროექტი იმისთვის შეიქმნა, რომ წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია წყლის ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოს მომავალ ხედვასთან დაკავშირებით, მათ შორის სამართლებრივი რეფორმის პოტენციური შედეგებთან, მარეგულირებელ და მართვის სისტემებთან დაკავშირებით. პროექტის ზოგადი მიზანია შემდგომი რეფორმებისთვის ნიადაგის მომზადება და სამოქმედო გეგმის პოტენციური თანმიმდევრობისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა.
მოცემული პროექტის მიზანია არსებული პოლიტიკის ჩარჩოს და გაცხადებული სტრატეგიული ხედვის მიმოხილვა და ამჟამინდელი პოლიტიკის ჩარჩოს გათვალისწინებით სტრატეგიული დანიშნულების მიღწევის სავარაუდო ბარიერების იდენტიფიცირება. განისაზღვრება რეკომენდაციები პოლიტიკის რეფორმისთვის, რაც ზრდის სასურველი მიზნის მიღწევის ალბათობას. საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებულ იქნება სტრატეგიული ხედვის განახლებისთვის საჭირო რეკომენდაციები, თუ სტრატეგიული ხედვა არარეალური ან არაგანხორციელებადი აღმოჩნდება.
საერთო ჯამში, კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს წყლის მართვაში სტრატეგიული აზროვნების წახალისებას, რაზეც ეროვნული ინსტიტუციები და OECD დღემდე აქტიურად მუშაობენ ეროვნული პოლიტიკის დიალოგების (NPD) ფარგლებში. პროექტმა უნდა გაზარდოს გადაწყვეტილების მიმღები პირების, დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტების ინფორმირებულობის დონე წყლის მართვის სისტემაში სტატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ხედვის გამოყენების პოტენციალსა და მიღებულ სარგებელზე. პროექტმა უნდა გაზარდოს ცოდნა იმაზეც, თუ რა როლს ასრულებს ეკონომიკური შეფასების მეთოდები წყლის რესურსების გრძელვადიანი მართვის უფრო მდგრადი ვარიანტების ინდენტიფიცირებაში.
მოთხოვნილი მომსახურების კონკრეტული მიზნებია: