ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი საგადასახადო შემოსავლების ადგილობრივად მიღება და შენარჩუნებაა. ტურიზმის ადგილობრივი გადასახადი და/ან მოსაკრებელი საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა, როდესაც არარეზიდენტი, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ დაწესებულებაში რჩება და სპეციალური სერვისებით სარგებლობს, იხდის მოსაკრებელს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის მიზნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ მეტი დამოუკიდებლობა და კონტროლი ადგილობრივ გადაწყვეტილებებსა თუ ფინანსებზე. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, შეიქმნას ადგილობრივი შემოსავლების ისეთი წყარო, რომლებსაც მუნიციპალიტეტები ადგილობრივი საჭიროებებისთვის გამოიყენებენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ შეიმუშავა ანგარიში, რომელიც გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღების სამართლებრივ მიზანშეწონილობას აფასებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, შეიქმნას ეკონომიკური/სოციალური გარემო, რომელშიც აუცილებელი იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასების შემუშავება.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა შეიმუშავა ყოვლისმომცველი რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ანალიზს, რამდენად შესაძლებელია ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღება საქართველოში.
პროგრამის ინტერვენციის საბოლოო მიზანი ადგილობრივი მთავრობებისა და, შესაბამისად, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაა, რათა მათ ჰქონდეთ ტურიზმის ინფრასტრუქტურის შენახვისა და, ზოგადად, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის საჭრო შემოსავლების ალტერნატიული წყაროები
პროექტის მიზანია ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრების რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ანალიზსაც, რომელშიც შეფასებული უნდა იყოს რამდენიმე (მინიმუმ ორი) სცეცნარი სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით.