შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე
სამშაბათი, 14 მარტი, 2023

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სურსათის ფასები იზრდებოდა და სურსათის ფასების ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, რაც ძირითადად განაპირობებული იყო საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციებით, რომლებზეც გავლენა იქონია წარმოების შემცირებით გამოწვეულმა მოლოდინებმა, ნავთობის ფასების ზრდამ და, ასევე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ზეწოლა გაზარდა სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ფასები უკვე ისედაც აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა.

2022 წლის მაისში საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში მკვეთრად, 22%-ით გაიზარდა. შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა და წლის დარჩენილ თვეებში ფასების ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 16.5% შეადგინა (იხ. გრაფიკი 1). მთლიანობაში, 2022 წელს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 17.9% იყო. 2023 წელიც სურსათის ფასების ზრდით დაიწყო, თუმცა სურსათის ფასების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და 15% იყო. სურსათის ფასების ზრდის მაღალი ტემპი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან საქართველოში შინამეურნეობების მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სურსათში იხარჯება: შინამეურნეობათა მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის ხარჯების წილი 2019 წელს 43%-დან 2021 წელს 48.7%-მდე გაიზარდა (საქსტატი, 2023). შედეგად, სურსათის მაღალი ფასები მნიშვნელოვნად აუარესებს მოსახლეობის, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას.

დონორები

შეავსე ფორმა