გუნდი
მარიამ ლობჯანიძე ISET-ის კვლევით ინსტიტუტს 2018 წლის სექტემბერში შეუერთდა, სადაც ის ამჟამად სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელია. მას დამთავრებული აქვს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ფლობს მაგისტრის (Summa Cum Laude) ხარისხს ეკონომიკაში. ის 2019 წლიდან აქტიურადაა ჩართული რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში. მარიამი ჩართული იყო სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისათვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტრენინგების პროცესშიც. მარიამი მონაწილეობდა საქართველოსთვის გენდერული ზეგავლენის მეთოდოლოგიის შემუშავებაში, 2020 წლიდან კი ის აქტიურად მუშაობს გენდერული ზეგავლენის შეფასებებზე საქართველოში და ასევე ატარებს ტრენინგებს გენდერული ზეგავლენის შეფასების პროცესზე. მარიამის კვლევითი ინტერესებია: შრომის ბაზარი, გენდერული ეკონომიკა და სოციალური საკითხები, სოციალური პოლიტიკა, ენერგო-უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება.
კვლევითი საქმიანობის გარდა, მარიამ ლობჯანიძე ISET-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ეკონომეტრიკას ასწავლის. 2017-2019 წლებში ის ISET-ში ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინას (მიკროეკონომიკა, ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა) ასწავლიდა.