შეავსე ფორმა
Logo

RIA

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება
ხუთშაბათი, 30 სექტემბერი, 2021

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარ­გლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. კვლევაში შემოწმდა, რამდენად სარგებლიანია, პრაქტიკული და განხორციელებადი საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს მორგებული თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი. აგრეთვე, ჩატარდა თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტის, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწრობის გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალების, გენდერული ზეგავლენის შეფასება.

კვლევას რამდენიმე მიზანი აქვს, რადგან ის განიხილავდა კომპლექსურ საკითხებს თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის სხვადასხვა ეტაპზე. კონკრეტულად კი:

ა) მოიკვლია სხვა ქვეყნებში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის ალტერნატიული პროცესები და აჩვენა, თუ რამდენად შეეფერება ისინი საქართველოს კონტექსტს;

ბ) მოიკვლია ალტერნატიული ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება შეიძლება თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის პროცესში;

გ) გამოავლინა საქართველოს კონტექსტისათვის ყველაზე უკეთ შესაფერისი ინსტრუმენტი და მოარგო ის ქართულ შრომის ბაზარს;

დ) გამოსცადა შერჩეული ინსტრუმენტი სხვადასხვა ზომის რეალურ კომპანიაში, რათა შეეფასებინა მათგან მიღებული შედეგი და აღნიშნული ინსტრუმენტის მიმღებლობა;

ე) გამოცდის დროს მიღებული ინფორმაცია გამოიყენა პოლიტიკის გამტარებლების ინფორმირებისათვის, რადგან ამჟამად საქართველოში ხდება თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის პროცესის დანერგვის ოპტიმალურ გზების ძიება;

ვ) დაბოლოს, აჩვენა თუ რა წვლილი შეიძლება ჰქონდეს გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას პოლიტიკის შექმნასა და შეფასებაში.

შეავსე ფორმა