RIA
- ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა - EPI
- შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID
- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ
- Deloitte
- USAID მმართველობა განვითარებისთვის
- კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - PROLoG
- კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში - GGI
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - IFAD
- კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების - EBRD
- გაეროს ქალთა ორგანიზაცია
- მაკროეკონომიკური პოლიტიკა
- სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება
- ენერგეტიკა და გარემოს დაცვა
- ინკლუზიური ზრდა
- კერძო სექტორი და კონკურენტუნარიანობა
- გენდერი
- მმართველობა
- მწვანე და მდგრადი განვითარება
საქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა.
საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. ეს კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) GIA-ს.
გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.
ILO-ის მიერ შემუშავებული დედობის დაცვის კონვენცია, 2000 (ნ. C183) ხელს უწყობს „სამუშაო ძალაში ყველა ქალის თანაბარ მონაწილეობას და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას“. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც საჭიროა ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების ადეკვატურად დასაცავად შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 38 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული, რომელთა რიცხვში საქართველო ჯერ არ შედის.