კვლევითი გუნდი
დავით კეშელავა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელია, სადაც ის 2016 წლიდან მუშაობს. დავითს აქვს მუშაობის გამოცდილება მაკროეკონომიკური მოდელირების, გენდერული ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკის დოქტორისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, ასევე არის თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი.
დავით კეშელავა იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის რამდენიმე ძირითადი კვლევითი პროექტის მთავარი კონტრიბუტორი, მათ შორისაა რეგულირების ზეგავლენისა და გენდერული ზეგავლენის შეფასებები. გარდა ამისა, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ის ასწავლის კურსებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა ფული და საბანკო საქმე, საერთაშორისო ფინანსები, შედარებითი ეკონომიკური სისტემები და გენდერული ეკონომიკა.