კვლევითი გუნდი
ერეკლე შუბითიძე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდს 2020 წელს შეუერთდა უმცროსი მკვლევარის სტატუსით და ამჟამად ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის კვლევით ცენტრში მკვლევარის პოზიციაზე მუშაობს. ერეკლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ბაკალავრია. 2020 წელს იგი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრიც გახდა. მისი სამაგისტრო პროექტი სხვადასხვა ეკონომიკურ თამაშში სოციალურ პრეფერენციებს ეხებოდა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მოსვლამდე ერეკლე ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ლექტორის თანაშემწე იყო და მაკროეკონომიკის I და II მოდულებს, თამაშთა თეორიასა და ფინანსების შესავალს ასწავლიდა.