კვლევითი გუნდი
ელენე სეთურიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილეა, იგი ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტს 2020 წლის აგვისტოში შემოუერთდა. მას აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET) 2020 წელს, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - 2018 წელს.
მას წვლილი შეაქვს არაერთ პროექტში, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის აქტივობებს და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებს. გარდა კვლევითი საქმიანობისა, იგი ასწავლის ISET-ის საბაკალავრო პროგორამის ფარგლებში კურსს მათემატიკა ეკონომისტთათვის I და II. ISET-ში დასაქმებამდე იგი მუშაობდა პროექტზე Colliers International-ში პროექტისთვის ასისტენტ მკვლევრად.