კვლევითი გუნდი
ნორბერტო პინიატი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტია და ენერგეტიკის, გარემოსა და შრომის ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს. 2009 წელს იგი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ფაკულტეტის წევრი გახდა, 2016 წლიდან კი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს ISET-ის კვლევით ინსტიტუტში. ნორბერტო ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე რამდენიმე კურსს ასწავლის, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების ეკონომიკას. 2009 წლამდე იგი OECD-ის განვითარების ცენტრში, მსოფლიო ბანკსა და ბოლონიის უნივერსიტეტში მუშაობდა. მას განვითარებისა და ენერგეტიკის ეკონომიკაში სწავლებისა და ტრენერობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
ნორბერტომ 2007 წელს მიიღო ბოლონიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით, მანამდე კი განვითარების, ინოვაციებისა და ცვლილებების მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტიდან. მას აქვს ბოლონიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების საპატიო წოდებაც (მაგისტრის ეკვივალენტი). ნორბერტოს აქვს კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების სერტიფიკატი. მისი კვლევის ინტერესებია: შრომის ბაზრის პოლიტიკა, ენერგეტიკა, გარემოს პოლიტიკა და მდგრადი განვითარება.