მომხმარებელთა განწყობის ინდექსი კვლავ შემცირდა. 2024 წლის იანვარში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) მცირე კლების შემდეგ, კლების ტენდენცია გაგრძელდა და თებერვალში -15,5-დან -17,7-მდე (2,2 პუნქტით) შემცირდა. ქვე-ინდექსები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1 პუნქტით გაიზარდა, მოლოდინების ინდექსი კი, პირიქით, 5,3 პუნქტი შემცირდა.
ინდექსი აჩვენებს, რომ საერთო კლების ტენდენცია მოლოდინების კლებამ გამოიწვია. კერძოდ, შედარებით მაღალი კლება დაფიქსიდა მოსალოდნელ ფასების დონესთან დაკავშირებით. თებერვალში გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაშიც ელოდებიან ფასების ზრდას (იანვარში იმავეს გამოკითხულთა 58% ამბობდა). მომხმარებელთა განწყობის ამ ცვლილებაზე ერთ-ერთი მოქმედი ფქტორი შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავრცელებული განცხადება 1 მარტიდან 6 თვით ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ.
ასევე, თებერვალში გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი ფიქრობს, რომ სამომავლოდ თავს შეიკავებს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვისგან. იმ გამოკითხულთა წილი, ვინც ფიქრობს, რომ წინა წელთან შედარებთ მომვალი წლის განმავლობაში უფრო ნაკლებს დახარჯავს ასეთ შესყიდვებზე, იანვრში არსებული 34%-იდან თებერვალში 43%-მდე გაიზარდა.
თბილისი და რეგიონები. აღსანიშნავია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2.3 პუნქტით გაიზარდა, რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კი, პირიქით, 5 პუნქტით დაეცა. როგორც ჩანს, დეკემბერში დაფიქსირებულ მოლოდინების ზრდას (ინდექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რეგიონებში მოლოდინების მკვეთრი ზრდის შედეგად) მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა.
BAR CHARTS: Consumer Responses by Questions |
|