ინდექსები
ინდექსის ზრდა შენელდა. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ნიშნულს აგვისტოში მიაღწია, რის შემდეგაც სექტემბერში ისევ შემცირდა. ივნისის გამოკვეთილი ზრდის შემდეგ ივლისში ინდექსი მცირედით, -16.7 პუნქტიდან -18.5 პუნქტამდე დაეცა
მაისის მკვეთრი კლების შემდეგ მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ივნისში 10.6 ერთეულით გაიზარდა და მაისში არსებული -27.3 პუნქტიდან ივნისში -16.7 პუნქტი შეადგინა. გაიზარდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის (12 პუნქტით), ისე მოლოდინების (9 პუნქტით) ქვე-ინდექსიც.
მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად დაეცა. აპრილში დაწყებული მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა. თვიურ ჭრილში ინდექსი 9.5 ერთეულით, -17.8 პუნქტიდან -27.3 პუნქტამდე შემცრიდა. კლება დაფიქსირდა CCI-ის ორივე ქვე-ინდექსში, თუმცა, უფრო თვალსაჩინო იყო მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის დინამიკა, რომელიც 13.4 პუნქტით დაეცა, როცა მოლოდინების ინდექსის შემთხვევაში კლება 5.5 პუნქტი იყო.
მომხმარებელთა განწყობა შემცირდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2024 წლის მარტში გაიზარდა, აპრილში ზრდის ტენდენცია შეიცვალა და ინდექსი 4 პუნქტით, -13.8-დან (მარტი) -17.8 პუნქტამდე (აპრილი) დაეცა. შემცირდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი.
მომხმარებელთა განწყობის მორიგი ზრდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაღმავალი ტენდენციის