მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა. ზაფხულის შემდეგ კლების ტენდენცია გაგრძელდა და ოქტომბერში ინდექსი კიდევ უფრო დაეცა – სექტემბერში არსებული -19.5-დან ოქტომბერში -24.9-მდე (შემცირდა 5.4 ინდექსის პუნქტით). კლებაში წვლილი შეიტანა ორივე ქვე-ინდექსმა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 6.7 ინდექსის პუნქტით დაეცა, ხოლო მოლოდინების ინდექსი – 4.2 პუნქტით.
ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა მოსახლეობის მოლოდინებში მომავალი წლის განმავლობაში დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. რესპონდენტების წილი, რომლებიც თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა შეძლონ თანხის დაზოგვა, 55%-დან 74%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, რესპონდენტების წილი, რომლებიც თვლიან, რომ სავარაუდოა გააკეთონ გარკვეული დანაზოგი, 26%-დან 22%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტების წილი, რომლებმაც არ იციან როგორ შეიცვლება მათი ფინანსური მდგომარეობა მომავალი წლის განმავლობაში, 36%-დან 41%-მდე გაიზარდა. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და მაღალ პოლარიზაციას.
გარდა ამისა, მოსახლეობა სექტემბერთან შედარებით მიმდინარე პერიოდს ნაკლებად სასურველ მომენტად მიიჩნევს დანაზოგის გასაკეთებლად. სექტემბერში რესპონდენტების 62% თვლიდა, რომ საკმაოდ კარგი პერიოდი იყო დანაზოგის გასაკეთებლად, ხოლო ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 53%-მდე შემცირდა. საპირისპიროდ, რესპონდენტების წილი, რომლებიც თვლიან, რომ ეს არ ღირს მიმდინარედ დანაზოგების გაკეთება, 30%-დან 43%-მდე გაიზარდა.
თბილისი და რეგიონები. კლება საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 4.6 საინდექსო პუნქტით შემცირდა, ხოლო რეგიონებში – 5.3 პუნქტით.
BAR CHARTS: Consumer Responses by Questions |
|