შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2024 | მომხმარებელთა განწყობა ეცემა
01 მაისი 2024

მომხმარებელთა განწყობა შემცირდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2024 წლის მარტში გაიზარდა, აპრილში ზრდის ტენდენცია შეიცვალა და ინდექსი 4 პუნქტით, -13.8-დან (მარტი) -17.8 პუნქტამდე (აპრილი) დაეცა. შემცირდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი. თუმცა ინდექსის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა მოლოდინებთან დაკავშირებული კლება ბევრად უფრო თვალსაჩინო იყო: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1.6 პუნქტით შემცირდა, მოლოდინების ინდექსი კი – 6.4 პუნქტით.

აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად შემცირდა მომხმარებელთა მოლოდინი მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ მარტში გამოკითხულთა 16% ფიქრობდა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდებოდა, აპრილში ამ განწყობას გამოკითხულთა 24% იზიარებდა.

კლების ტენდეციას აჩვენებს მომხმარებელთა მოლოდინი ქვეყანაში ინფლაციის დონესთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ განწყობა საკმაოდ ნეგატიური ხდება. გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) ფიქრობს, რომ ფასები იმავე ტემპით გაიზრდება, როგორც მანამდე, ხოლო 13%-დან 23%-მდე გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც ფიქრობს, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდება.

ინდექსის კლების ტენდეცია შეიძლება ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების განვითარებით იყოს განპირობებული, რამაც ქვეყანაში არასტაბილურობისა და გაურკვევლობის დონე გაზარდა. აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც გასულ წელს უკან გაიწვია ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციებისა და ქვეყნის დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მკაცრი კრიტიკის შემდეგ. კანონპროექტის ხელახლა შემოტანამ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

თბილისი და რეგიონები. მართალია, მომხმარებელთა განწყობა მთელ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა კლება რეგიონებში უფრო მაღალი იყო. თბილისის შემთხვევაში ინდექსი 1.2 პუნქტით, რეგიონების შემთვევაში კი 5.4 პუნქტით შემცირდა.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

Note: Starting in July, the CCI underwent minor shifts in methodology. Specifically, the questionnaire was slightly modified, in terms of how questions were formulated when conducting a survey.

შეავსე ფორმა