შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2023 | მომხმარებელთა განწყობა იზრდება
30 ოქტომბერი 2023

მომხმარებელთა განწყობა იზრდება. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ახალი, შედარებით მაღალი დონის გარშემო მერყეობდა, რომელიც ივნისში დაფიქსირდა. 2023 წლის სექტემბრისთვის CCI 1.8 პუნქტით გაიზარდა და -19.5-ს მიაღწია, აგვისტოსთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი -21.3 პუნქტს შეადგენდა. მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ქვე-ინდექსები ერთი და იგივე მიმართულებით შეიცვალნენ და მსგავსი წვლილი შეიტანეს საერთო ინდექსის ზრდაში.

მომხმარებელთა განწყობა იზრდება. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ახალი, შედარებით მაღალი დონის გარშემო მერყეობდა, რომელიც ივნისში დაფიქსირდა. 2023 წლის სექტემბრისთვის CCI 1.8 პუნქტით გაიზარდა და -19.5-ს მიაღწია, აგვისტოსთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი -21.3 პუნქტს შეადგენდა. მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ქვე-ინდექსები ერთი და იგივე მიმართულებით შეიცვალნენ და მსგავსი წვლილი შეიტანეს საერთო ინდექსის ზრდაში.

სექტემბერში მომხმარებლებს ყველაზე დადებითი განწყობა დანაზოგის მიმართ ჰქონდათ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი გარკვეულწილად ან სრულად ეთანხმება განცხადებას, რომ ახლა დანაზოგის გასაკეთებლად შესაფერისი დროა. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მომხმარებელთა სურვილით, უკეთ მომზადებულები შეხვდნენ გარე შოკებს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიისა და ბოლოდროინელი რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. თუმცა, ამასთანავე, იმისდა მიუხედავად, რომ გამოკითხულთა უმეტესობას სურს დანაზოგის გაკეთება, მხოლოდ 12% ახერხებს რეალურად თანხის დაზოგვას.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ყველაზე ნეგატიური განწყობა გასული ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ინფლაციის დონესთან დაკავშირებით აქვთ. გამოკითხულთა თითქმის 87% ფიქრობს, რომ ფასები საგრძნობლად ან ზომიერად გაიზარდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის განმავლობაში თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი ნეგატიურიც ფიქსირდებოდა, ფასების დონე 2021 წელთან შედარებით კვლავ მაღალი რჩება.

კიდევ ერთი საყურადღებო დაკვირვება ეხება მომხმარებელთა დამოკიდებულებას, მომავალ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 50%-მა არ იცის, როგორ შეიცვლება მისი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო წლის განმავლობაში. ეს მიუთითებს საქართველოს მოსახლეობაში გაურკვევლობის მაღალ დონეზე. გამოკითხულთა დიდი ნაწილი გამოხატავს გაურკვევლობას მომავალ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში ინდივიდები და ოჯახები მნიშვნელოვან გამოწვევას აწყდებიან გრძელვადიანი ფინანსური გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას.

თბილისი და დანარჩენი საქართველო. CCI მნიშვნელოვნად მაღალია თბილისის მოსახლეობაში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ეს სხვაობა 14.3 პუნქტს შეადგენს. დედაქალაქსა და დანარჩენ ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავება უკავშირდება მომავალი წლის განმავლობაში მსხვილი შენაძენების გაკეთებას – თბილისელები უფრო მეტად არიან მზად მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად, ვიდრე რეგიონების მაცხოვრებლებლი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თბილისში მცხოვრებთა უფრო მაღალი შემოსავლები, რადგან თბილისში საშუალო თვიური ხელფასი 70%-ით მეტია რეგიონებთან შედარებით (საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში თვიური ნომინალური ანაზღაურება თბილისში 2115 ლარია, რეგიონებში – საშუალოდ 1239).

BAR CHARTS: Consumer Responses by Questions

შენიშვნა: ივლისიდან CCI-ის მეთოდოლოგიაში შევიდა მცირე ცვლილება. კერძოდ, შეიცვალა კითხვარში შემავალი რამდენიმე კითხვის ფორმულირება.

შეავსე ფორმა