გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2021 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
BAR CHARTS: CONSUMER RESPONSES BY QUESTIONS
მსგავსი ინდექსები
ყველას ნახვამაისის მკვეთრი კლების შემდეგ მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ივნისში 10.6 ერთეულით გაიზარდა და მაისში არსებული -27.3 პუნქტიდან ივნისში -16.7 პუნქტი შეადგინა. გაიზარდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის (12 პუნქტით), ისე მოლოდინების (9 პუნქტით) ქვე-ინდექსიც.
მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად დაეცა. აპრილში დაწყებული მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა. თვიურ ჭრილში ინდექსი 9.5 ერთეულით, -17.8 პუნქტიდან -27.3 პუნქტამდე შემცრიდა. კლება დაფიქსირდა CCI-ის ორივე ქვე-ინდექსში, თუმცა, უფრო თვალსაჩინო იყო მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის დინამიკა, რომელიც 13.4 პუნქტით დაეცა, როცა მოლოდინების ინდექსის შემთხვევაში კლება 5.5 პუნქტი იყო.
მომხმარებელთა განწყობა შემცირდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2024 წლის მარტში გაიზარდა, აპრილში ზრდის ტენდენცია შეიცვალა და ინდექსი 4 პუნქტით, -13.8-დან (მარტი) -17.8 პუნქტამდე (აპრილი) დაეცა. შემცირდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი.
მომხმარებელთა განწყობის მორიგი ზრდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაღმავალი ტენდენციის
მომხმარებელთა განწყობის ინდექსი კვლავ შემცირდა. 2024 წლის იანვარში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) მცირე კლების შემდეგ, კლების ტენდენცია გაგრძელდა და თებერვალში -15,5-დან -17,7-მდე (2,2 პუნქტით) შემცირდა. ქვე-ინდექსები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1 პუნქტით გაიზარდა, მოლოდინების ინდექსი კი, პირიქით, 5,3 პუნქტი შემცირდა.