შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2024 | მომხმარებელთა განწყობის აღმასვლა
01 აპრილი 2024

მომხმარებელთა განწყობის მორიგი ზრდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაღმავალი ტენდენციის შემდეგ, მომხმარებელთა განწყობა 3.9 პუნქტით გაიზარდა და თებერვლის -17.7 პუნქტიდან მარტში -13.8 პუნქტს მიაღწია. მარტში ზრდა აჩვენა როგორც მოლოდინების (4 პუნქტი), ისე მიმდინარე მდგომარეობის (3.8 პუნქტი) ქვე-ინდექსმა.

ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა მიმდინარე განწყობაში დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირები: გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ ახლა დანაზოგის გაკეთებისთვის ხელსაყრელი დროა, მაშინ როდესაც თებერვალში მსგავსი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 30%-მა გასცა. შედარებით გაუმჯობესდა გამოკითხულთა განწყობა ქვეყანაში არსებულ და სამომავლო ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. თუ თებერვალში გამოკითხულთა დაახლოებით 58% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გასული წლის განმავლობაში გაუარესდა, მარტში ამ რესპონდენტთა წილი 47% იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, მარტში გამოკითხულთა 26%-ს მიაჩნია, რომ მომავალ წელს მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება (როცა თებერვალში ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 20%).

თბილისი და რეგიონები. ზრდა დაფიქსირდა როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლების შემთხვევაში. თბილისის შემთხვევაში ინდექსი 4 პუნქტით გაიზარდა, დანარჩენი საქართველოსთვის კი – 2.8 პუნქტით.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

Note: Starting in July, the CCI underwent minor shifts in methodology. Specifically, the questionnaire was slightly modified, in terms of how questions were formulated when conducting a survey.

შეავსე ფორმა