შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ნოემბერი 2023 | მომხმარებელთა განწყობა დაეცა
04 დეკემბერი 2023

ინდექსის ზრდის ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) აღმასვლის ტენდენცია შეიცვალა. ინდექსი 3.7 ერთეულით შემცირდა და ოქტომბერში არსებული -16.4 პუნქტიდან ნოემბერში -20.1 პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ შემცირებაში წვლილი შეიტანა ორივე ქვე-ინდექსმა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 5 პუნქტით შემცირდა, მოლოდინების ინდექსი კი – 2.4 პუნქტით.

ინდექსის შემცირება რამდენიმე ინდიკატორმა განაპირობა. თვიურ ჭრილში დაეცა მომხმარებელთა მოლოდინი დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით – გამოკითხულ მომხმარებელთა 68.3%  ფიქრობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა მომდევნო წლის განმავლობაში დანაზოგის გაკეთება შეძლოს. ამასთანავე, შემცირდა გამოკითხულ მომხმარებელთა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა, რადგან იმ მომხმარებელთა წილი, ვისაც ხარჯების დასაფარად ვალის აღება უწევს, 17.4%-დან 21.1%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ნოემბერში შემცირდა იმ  გამოკითხული მომხმარებლების  წილი, ვინც  ფიქრობს, რომ მსხვილი საოჯახო შენაძენის გაკეთებისთვის მიმდინარედ კარგი დროა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეთი შენაძენების გაკეთებისთვის ახლა არც კარგი დროა და არც – ცუდი, გამოკითხულთა 36% კი უარყოფითად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ეს ცუდი იდეაა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მოახლოებულ სადღესასწაულო სეზონთან, როცა მომხმარებლები მეტწილად სხვა ტიპის ხარჯებზე არიან ორიენტირებულები.

<pstyle="text-align: justify;">თბილისი და რეგიონები. საერთო ჯამში, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი თბილისისა და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებელთათვის მსგავსად შემცირდა. თბილისის შემთხვევაში ინდექსი 4.2 პუნქტით დაეცა, რეგიონის მაცხოვრებელთათვის კი – 3.6 პუნქტით. თუმცა, ზემოაღნიშნული ინდიკატორები რეგიონების მაცხოვრებელთა შემთხვევაში უფრო მეტად გაუარესდა, რაც მიყვება ზოგად ტენდენციას, რომლის თანახმადაც ინდექსის მაჩვენებელი რეგიონებში უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში.

BAR CHARTS: Consumer Responses by Questions

შეავსე ფორმა