შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2023 | მომხმარებელთა განწყობა ძველ დინამიკას უბრუნდება
23 აპრილი 2023

მოხმარებელთა განწყობის ინდექსის დინამიკა აღდგა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი თებერვლის -34-დან მარტში -28.8-მდე გაიზარდა (5.2 პუნქტით). გაუმჯობესდა ორივე ქვე-ინდექსი, როგორც მიმდინარე მდგომარების, ასევე მოლოდინების მაჩვენებელი, 5.4 და 5 პუნქტით, შესაბამისად.

გაიზარდა მომხმარებელთა მზაობა მომავლაში მსხვილი საყოფაცხოვრებო შენაძენების გაკეთებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება აიხსნას ბოლოდროენდელი ლარის გამყარების ტენდენციით აშშ დოლართან მიმართებით, რამაც გაზარდა ადგილობრივი ვალუტის მსყიდველთუნარიანობა. ლარის გამყარება მნიშვნელოვნი ფაქტორია საქონელზე მოთხოვნის ფორმირებისას, მით უმეტეს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმეტესობა იმპორტირებულია. მიმდიანრედ, შესაძლოა საკმარისი დრო არ გასულა, რომ ეს ცვლილებები საქონლის ფასებზეც აისახოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მომხმარებლები ელოდებიან ლარის გამყარების გავლენას სამომავლო ფასებზე.

ასევე, გაუმჯობესდა ხალხის დამოკიდებულება დეპოზიტების განთავსებასთან დაკავშირებით, როგორც მიმდინარედ, ისე მომავალში. აღნიშნული ინდიკატორები კვლავ უარყოფითია და ეს არის შედარებითი ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლო თვეებში ინფლაციის დონის კლებით და ქართული ლარის გამყარებით.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა