შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2023 I მომხმარებელთა განწყობა დაეცა
30 მარტი 2023

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი გაუარესდა. მომხმარებელთა განწყობა შემცირდა 5.9 პუნქტით (იანვარში არსებული -28.1-დან, თებერვალში -34 ერთეულამდე დაეცა). შემცირდა ორივე ქვე-ინდექსი - მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 3.8 პუნქტით, ხოლო მოლოდინების ინდექსი 8.1 პუნქტით დაეცა (იხ. გრაფიკი 1).

შედარებით შემცირებულია ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკურ მდგომარეობის, დასაქმების დონისა და დანაზოგების გაკეთების ინდიკატორები. ერთი შეხედვით, ეს მოულოდნელად ჩანს, რადგან წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა (წლიური ინფლაცია იანვრის 9.4%-დან თებერვალში 8.1%-მდე შემცირდა). თუმცა, თუ გავითვალისწინებით, რომ ფასების კლების ტენდენცია შედარებით ახალია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომხმარებელთა განწყობაზე დაგვიანებით აისახება. მომხმარებლები შეიძლება ფიქრობენ, რომ ფასები ჯერ კიდევ მაღალია, რასაც აქამდე არსებული გრძელვადიანი ინფლაცია განაპირობებს. ამით შეიძლება ასევე ავხსნათ მომხმარებელთა გულგრილობა დანაზოგების გაკეთებასთან დაკავშირებით, რადგან ინფლაცია მომხმარებლებში ორ ურთიერთგამომრიცხავ იმპულსს აჩენს: მოასწრო ყიდვა ფასების კიდევ უფრო გაზრდამდე ან დაზოგო. როგორც წესი, თუ მომხმრებლებში კიდევ უფრო მაღალი ინფლაციის მოლოდინი არსებობს, ისინი რიგი საქონლის დაუყოვნებლივ შეძენას და, შესაბამისად, ნაკლების დაზოგვას ამჯობინებენ.

უმუშევრობას რაც შეეხება, მართალია, მომხმარებელთა მოლოდინი იანვართან შედარებით ნეგატიურია, მაგრამ, საერთო ჯამში, ბოლო თვეების ტენდენცია დადებითია.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა როგორც თბილისის, ისე რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობასთვის. თუმცა, ვარდნა რეგიონების შემთხვევაში უფრო მაღალი იყო. რეგიონის მაცხოვრებლების შემთხვევაში ინდექსი 7.4 პუნქტით გაუარესდა, თბილისის მაცხოვრებელთათვის კი – 4.4 პუნქტით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინდექსის ერთ-ერთ ზოგად ტენდეციას, რომ რეგიონების მოსახლოება უფრო მოწყვლადია ფასებთან მიმართებით.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა